ოგიუსტ კონტი (1798-1857)

ოგიუსტ კონტი (1798-1857)
სოციოლოგიის დამფუძნებელი კონტი ამბობდა, რომ თანამედროვე საზოგადოება (ანუ, ინდუსტრიულ-ურბანისტულ-კაპიტალისტური) არ არის შემთხვევითი, ის გამომდინარეობს აუცილებლობით მისი წინმსწრები პროცესებისაგან. ამიტომ, შეუძლებელია თანამედროვეობის გაგება და ადეკვატური ახსნა, თუ არ გავიგებთ წინარე ისტორიის მექანიზმს. ამისათვის კონტმა ჩამოაყალიბა ,,სამი ეტაპის (საფეხურის, სტადიის) კანონი”: ისტორიული ცვლილებების მამოძრავებელი ძალა მდებარეობს გონებაში, ანუ, სულში. ანუ, იმაში, თუ როგორ აღიქვამენ ადამიანები სამყაროს, როგორ მოქმედებენ ამ აღქმის და გაგების შესაბამისად. ეს ყველაფერი არის ის ცოდნა, რომელიც აქვს საზოგადოებას და რომელიც განუხრელად იზრდება. საზოგადოების ეს ცენტრალური მომენტი გავლენას ახდენს სოციალური ცხოვრების სხვა ასპექტებზე (როგორიცაა ეკონომიკა, პოლიტიკა, სამხედრო საქმე). კაცობრიობა გადის სამ საფეხურს: თეოლოგიურს, მეტაფიზიკურს და პოზიტიურს. თეოლოგიური მცირე ცოდნის ეტაპია, როდესაც ადამიანები ჯერ ნივთებს და ცხოველებს ,,აბრალებენ” ხდომილებების მართვას, შემდეგ მრავალ ღმერთს, შემდეგ ერთ ყოვლისშემძლე ღმერთს. ეს პერიოდი ხასიათდება სამხედრო ცხოვრების დომინანტურობით და ფართოდ გავრცელებული მონობის ინსტიტუტით. მეორე, მეტაფიზიკური ეტაპი, საფეხური დგება როდესაც ადამიანები ანაცვლებენ ღმერთებს აბსტრაქტული მიზეზებით და შინაარსებით, რეალობის ფუნდამენტური პრინციპებით, რომელსაც გონება წვდება. ამ დროს პოლიტიკაში გაბატონდება უმაღლესი ძალაუფლების, კანონზე დამყარებული წესრიგის და კანონიერი მმართველობის იდეები. მესამე, პოზიტიური პერიოდი მიიღწევა, როდესაც ადამიანები ადგენენ კანონებს ემპირიული სიცხადიდან, დაკვირვებიდან, შედარებებიდან და ექსპერიმენტიდან გამომდინარე. ეს არის მეცნიერების და ინდუსტრიის დრო. რაკი პოზიტიური საფეხური მიღწეულია, განვითარება ხდება დაუბოლოებელი, იმდენად, რამდენადაც მეცნიერება მუდამ წინ მიდის, უფრო მაღალ და მაღალ ხარისხს აღწევს, მაგრამ ვერასდროს ვერ აღწევს საბოლოო ჭეშმარიტებას. განვითარება ხდება რაოდენობრივი. ასე რომ, კონტის ისტორია არის ცვლილებების მიმდევრობა გონებაში და საზოგადოებაში, რომლებიც განვითარების შესაბამისად, შეესაბამება და ირეკლავს ერთმანეთს. ევოლუცია უპირველეს ყოვლისა ცოდნის მიღწევის მეთოდების და ცოდნის მოცულობის ევოლუციაა.
Source: თევზაძე გიგი. ინსტიტუციური ცვლილებების სოციოლოგია : [სახელმძღვ. სოციალ. მეცნიერებების მაგისტრანტებისათვის / რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : მეცნიერება, 2002 - 108გვ. ; 20სმ. - (სოციალ. მეცნ. სერია / ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველო") - - რეზ. ინგლ. ენ. - ISBN 99928-893-9-0 : [ფ.ა.],

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем решить контрольную работу

Полезное


Смотреть что такое "ოგიუსტ კონტი (1798-1857)" в других словарях:

  • მოდერნულობა — შეესაბამება ტერმინს „Modernity” და აღნიშნავს კაცობრიობის ისტორიის განსაზღვრულ პერიოდს შუა საუკუნეების და აღოძინების შემდეგ. “თანამედროვეობა” შეესაბამება ტერმინს „Contemporarity” და ნიშნავს ახლანდელ ან ცოტა ხნის წინანდელ და ახლანდელ სოციალურ… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»